TOC

This article is currently in the process of being translated into Georgian (~98% done).

About WPF:

What is WPF?

WPF, აბრევიატურა Windows Presentation Foundation-ის, არის მაიკროსოფტის უახლესი მიდგომა GUI ფრეიმვორქთან.

მაგრამ რა არის GUI ფრეიმვორქი? ეს არის გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი, რასაც ალბათ სწორედ ახლა უყურებთ. ვინდოუსს აქვს GUI შენს კომპიუტერთან სამუშაოდ და ბრაუზერს, რომელშიც ახლა სავარაუდოდ ამ დოკუმენტს კითხულობთ, აქვს GUI, რომელიც ინტერნეტში ძრომიალის საშუალებას გაძლევს.

GUI ფრეიმვორქი უფლებას გაძლევს შექმნა აპლიკაცია GUI ელემენტების ფართო სპექტრით, როგორიცაა ეტიკეტები, ტექსტბოქსები და სხვა კარგად ცნობილი ელემენტები. GUI ფრეიმვორქის გარეშე შენ მოგიწევს ხელით დახატო ეს ელემენტები და გაუმკლავდე მომხმარებელთან ინტერაქციის ყველა შემთხვევას, როგორიცაა ტექსტის შეყვანა ან მაუსის მანიპულაციები. ეს იქნებოდა ძალიან დიდი სამუშაო. ამის ნაცვლად დეველოპრების უმრავლესობა იყენებს GUI ფრეიმვორქს, რომელიც აკეთებთ ყველა ძირითად საქმეს და შესაძლებლობას აძლევს დეველოპერებს რომ ფოკუსირდნენ აპლიკაციის უფრო რთულ საკითხებზე.

ბევრი GUI ფრეიმვორქი არსებობს, მაგრამ .NET დეველოპერებისთვის უფრო მეტად საინტერესო შემდეგი ორია: WinForms და WPF. WPF არის უფრო ახალი, მაგრამ მაიკროსოფტი ჯერ კიდევ ინარჩუნებს და მხარს უჭერს WinForms-ს. როგორც შემდეგ თავში ნახავ, ამ ორ ფრეიმვორქს შორის საკამოდ დიდი განსხვავებაა, თუმცა მათი მიზანი ერთი და იგივეა: გაამარტივონ GUI აპლიკაციების შექმნა.

შემდეგ თავში ჩვენ მიმოვიხილავთ განსხვავებებს WinForms-სა და WPF-ს შორის.